пятница, 13 апреля 2012 г.

ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეების და ხეხილის ზრდა-განვითარება წელიწადის დროების მიხედვით


პროექტის სახელწოდება: ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეების და ხეხილის ზრდა-განვითარება წელიწადის დროების მიხედვით.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა მიერ ფოთლოვან და წიწვოვან მცენარეთა და ხეხილზე დაკვირვება და მათი ზრდა-განვითარების თავისებურებების აღწერა წელიწადის დროების მიხედვით.


პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით რომოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და შეისწავლიან სხვადასხვა ხე-მცენარის ზრდა-განვითარებას, აქტუალურია ეკოლოგიის თვალსაზრისით, თუ როგორ გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნება.
პროექტის მიზნები: წელიწადის დროების შესწავლა. Dდაკვირვება ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე მთელი წლის განმავლობაში. dაკვირვების, კვლევის და ექსპერიმენტების ჩატარების უნარის განვითარება, შეძლონ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების და ხეხილის გარჩევა ერთმანეთისაგან. წარმოაჩინონ ამ მცენარეთა განმასხვავებელი ნიშანი ფოთლების  ფორმის, კვირტების, ნაყოფის და . . სხვა თვისებების მიხედვით.
 მოსწავლეთა ასაკი: მე-2 კლასი.
ვადების ხანგრძლივობა-1 წელი.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მთელი წლის დაკვირვების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ ალბომებს, ფოტოებს, ჩანახატებს, ჟურნალს, ჰერბარიუმს, ვებ-გვერდს, ბუკლეტებს, გამოუმუშავდებათ კვლევა - ძიების, დაკვირვების, მცენარეთა მოვლის უნარ- ჩვევა. განუვითარდებათ სოციაულური უნარები, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, შეეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას. Iსწავლიან როგორ დარეგონ ხეები და მოუარონ მათ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბარი, ნიჩაბი, მიწის გასაფხვიერებლად, სარწყავი მოწყობილობა, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად, რომლების სკოლის ეზოში და სკოლის ახლომდებარე პარკში, ხოლო ვისაც საკუთარი ეზო აქვს ირჩევენ თავიანთ ხეებს. ხშირად აკითხავენ უფხვიერებენ მიწას რწყავენ, აკვირდებიან მათ ცვლილებას სეზონების და თვეების მიხედვით. აკეთებენ ხეების ჩანახატს წელიწადის სხვადასხვა დროს. ძომავენ მის გარშემოწერილობას. Aხმობენ მათ ფოთლებს და ნაყოფს, მათგან აკეთებენ აპლიკაციებს ან სათამაშოებს. ჟგუფები ამორჩეული ხის შესახებ აგროვებენ ინფორმაციას, მოიძიებენ მასალას ინტერნეტში, როგორც ფოთლოვან ისე წიწვოვან და მცენარეებზე და ხეხილზე, ისწავლიან ხე-მცენარეებისათვის საჭირო პარამეტრებს: ნიადაგის შემცველობა, მორწყვა, ტემპერატურა, დაავადებები და მისი აღმოფხვრა. Dააკვირდებიან თუ რა განსხვავებას ხედავენ წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს შორის. შესაძლოა გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები  რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. Dააკვირდნენ თუ როგორ იქცევიან წელიწადის სხვადასხვა დროს. Aაკვირდებიან მთელი წლის განმავლობაში როგორი ცვლილება ხდება ბუნებაში, თითოეულ სეზონზე და რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები. შემდეგ აქტივობაში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით მცენარეებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩენენ რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს, მასში მაცოცხლებელი სითხე ისევე მოძრაობს როგორც სისხლი ადამიანის ორგანიზმში. ხულისცემის მოსასმენად საუკეთEსო დროა გაზაფხული, როდესაც ხეების ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან. შემდეგი აქტივობისას მასწავლებელი მოსწავლეებს არჩევინებს თხელი კანის მქონე მოზრდილ ხეს. ფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო ადვილია ვიდრე წიწვოვანში.   სეტოსკოპი ხის ტოტს უნდა მიადონ, გაუნძრევლად ეჭიროთ და ისე მოისმინონ ხისგულისცემადა ერთად იმსჯელონ თუ რას გრძნობდნენ როდესაც ხის გულისცემას ისმენდნენ.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის შენარჩუნების უნარ-ჩვევები, გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ბუნების საიდუმლოებებს. Bენების გაკვეთილებზე გაეცნობიან მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის მიმდინარეობას, გაეცნობიან რა როლი აქვთ მცენარეებს ეკოლოგიური პრობლემების არსებობაში. ქართული - შექმნიან ჩანახატებს. ხელოვნებაშექმნიან ალბომებს, დახატავენ. მათემატიკარამდენი ხე დარგო თითოეულმა მათგანმა, მთელმა კლასმა.
Ppროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარეჯან ულუმბელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტაdakoulumbelashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:  http://dakoulumbelashvili.blogspot.com/